Tag Archive | texas chiken

texas chicken

ყველაფერი დაიწყო სან ანტონიოში,
ტეხასში 1952 წელს. იდეა კი პენსიაზე
გადამდგარ George Church-ს ეკუთვნის,
რომელმაც გადაწყვიტა შეეთავაზებინა
მომხმარებლისათვის ახლად დამზადებული,
მაღალი ხარისხის შემწვარი ქათამი, ეს ყველაფერი
კი მაშინ,როცა ქუჩაში Hot Dog-ის და ნაყინის
გარდა სხვას ვერაფერს ნახავდით.

პირველი სწრაფი კვების რესტორანი რომელსაც ერქვა “Church’s Fried Chicken to Go” მდებარეობდა “San Antonio”-ში. ამ დროისათვის რესტორანში მხოლოდ შემწვარ ქათამს თუ ნახავდით. 1955 წელს Church-მა არსებულ მენიუს შემწვარი კართოფილი და ჰალაპინიოს წიწაკა დაამატა.

თავისი გარდაცვალების პერიოდში იგი უკვე 4 რესტორანს ფლობდა, თუმცა ამან არ შეაფერხა ბიზნესის განვითარება. ახლა უკვე მისი ოჯახის წევრები ერთვებიან ამ საქმიანობაში, რაც 1962 წლისთვის რესტორნების რაოდენობის ორჯერ ზრდაში აისახა. მართვის სადავეები ამჯერად Bill Church’s ხვდა. Bill-ი თავის უფროს ძმასთან Richard-თან ერთად საკმაოდ თამამ გადაწყვეტილებას ღებულობს. მათ სურთ საკუთარი რესტორნები საერთაშორისო ბრენდი გახადონ. 1967 წელს რესტორნის ქსელი უკვე ტეხასის შტატს სცილდება,ხოლო 1969 წლისთვის მის დაქვემდებარებაში უკვე 100-ზე მეტი რესტორანია და ზრდის დინამიკა კი სულ უფრო და უფრო მაღალ მწვერვალებს აღწევდს. სულ რაღაც ხუთი წლის შემდეგ, Church’s Chicken-ი უკვე ამერიკის 22 შტატშია გაფანტული და ობიექტების რაოდენობა 480 აღემატება, ხოლო მთლიანი ბრუნვა 100 მილიონ დოლარს სცილდება.

საერთაშორისო ექსპანსია 1979 წელს იწყება რის შედეგადაც კვების ობიექტები ახლა უკვე პუერტო რიკოში, კანადაში, მექსიკაში და ინდონეზიაში იხსნება. დღეისათვის რესტორნის ქსელი მიმოფანტულია მსოფლიოს 22 ქვეყანაში და აერთიანებს საერთო ჯამში 1700-ზე მეტ ობიექტს.

ასე ვითარდებოდა და განაგრძობს განვითარებას ეს ბრენდი, რომელიც დღეს დღეისობით Texas Chicken-ის სახელით განაგრძობს წინსვლას და გაფართოებას.

http://texaschicken.ge/index.php/page/index/2