ორი ლულა

 ორი ლულა,შემწვარი კარტოფილი და კოკა–კოლა – 9,90 ლარი 

 

 

 ქათმის მწვადის მენიუ,მწვადი,კარტოფილი და კოკა–კოლა – 8,10 ლარი

 

 სამარხვო მენიუ, ლობიანი შამფურზე,კარტოფილი,კოკა–კოლა – 5,70 ლარი

 

 

სწრაფი კვება

სწრაფი კვების ობიექტები ჯერ კიდევ ძველ რომში არსებობდა: ფარდულებში იყიდებოდა ცომის ფირფიტები, რომლებსაც ზეითუნის ზეთი ესვა. ასეთივე ლავაშები იყიდებოდა ძველი ჩინეთისა და ინდოეთის ბაზრებში. თანამედროვე ფასთ-ფუდის ინდუსტრია კი XX საუკუნის 20-იან წლებში აღმოცენდა. 1921 წელს ამერიკაში, კანზასის შტატში, დაარსდა კომპანია White Castle, რომელიც გასაოცარი სიდიდის ჰამბურგერებს ყიდიდა. მათი ზომა ისე იზიდავდა მომხმარებლებს, რომ კომპანიის კვების ობიექტებთან მუდამ რიგი იდგა. დაახლოებით 20 წელი კომპანია კონკურენციის გარეშე მუშაობდა, 40-იან წლებში კი McDonald’s-ის სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. McDonald’s-ი დღემდე ფასთ-ფუდების უდიდესი ქსელის მფლობელია მთელ მსოფლიოში, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს ხანია, ნაჯერი ცხიმებისა და მაღალკალორიული კომპონენტების გამოყენების გამო კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ.
ფასთ-ფუდი და ჯანმრთელობა
მასაჩუსეტის კვების სამედიცინო საზოგადოების თანახმად, ფასთ-ფუდი განსაკუთრებით მაღალკალორიულია, იწვევს გაცხიმოვნებას და მასთან დაკავშირებულ დაავადებებს. საკვები შეიცავს კანცეროგენული თვისების მქონე ტრანსცხიმებს (მარგარინი, კომბიცხიმი) და ასევე კანცეროგენულ აკრილამიდს. გამაგრილებელ სასმელებში შაქრის მაღალი შემცველობაა, რაც საშიშია არა მხოლოდ კალორიულობის, არამედ დიაბეტის განვითარების მაღალი ალბათობის გამოც. ფასთ-ფუდებში რეგულარული კვება არღვევს კალციუმის შეწოვას. საზოგადოდ, სწრაფი კვების მავნეობა 3 ძირითად ფაქტორს უკავშირდება:

  • ცხიმების, მარილისა და შაქრის ჭარბ შემცველობას, საკვების მაღალ ენერგეტიკულ ღირებულებას;
  • უჯრედისით ღარიბ პროდუქტებს;
  • ორგანიზმისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებების, ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებ შემცველობას.

რაც შეეხება კანცეროგენულობას, აუცილებელია დავაზუსტოთ: კანცეროგენულია არა თვით საკვების კომპონენტები, არამედ მათი მომზადების ტექნოლოგია. წონის მატებას ამგვარი საკვები ნამდვილად იწვევს – მისი მომზადებისას გამოყენებული ტრანსცხიმები (ცხიმოვანი მჟავების არანატურალური იზომერები) ჩვეულებრივ ცხიმებზე გაცილებით ნელა და ძნელად იშლება. წინათ მიაჩნდათ, რომ ის მხოლოდ მავნე ქოლესტერინის დონეს ზრდიდა, ბოლოდროინდელი გამოკვლევები კი ადასტურებს, რომ ქოლესტერინთან ერთად იზრდება სისხლში ნახშირწყლების, კერძოდ, გლუკოზის დონეც, ყალიბდება ინსულინრეზინსტენტობა და იმატებს შაქრიანი დიაბეტის განვითარების ალბათობა. ამ ფაქტის დადასტურების შემდეგ დანიაში აბსოლუტურად აკრძალეს ყველა ის პროდუქტი, რომელიც ტრანსცხიმებს შეიცავს, აშშ-ში კი მწარმოებლებს მოსთხოვეს, პროდუქტებში ტრანსცხიმების შემცველობის შესახებ ეტიკეტებზე განეთავსებინათ ინფორმაცია, რის შემდეგაც ზოგიერთმა მწარმოებელმა საგრძნობლად შეამცირა მათი გამოყენება. ყოველივე ეს არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს. მიუხედავად ამისა, მილიონობით ადამიანი მაინც ყოველდღიურად მიირთმევს ჰამბურგერებს, ჩიზბურგერებს, ბიგმაკებს, კარტოფილ-ფრისა და სხვა საკვებს. ფასთ-ფუდის პოპულარობის მთავარი მიზეზი ცხოვრების აჩქარებული ტემპი და დროის უქონლობაა.
როგორ მოვიქცეთ
თუ დრო ყელში გიჭერთ და რაციონალური, დაბალანსებული კვების რეჟიმს მაინც ვერ იცავთ, ნუ დაანებებთ თავს ფასთ-ფუდში კვებას, უბრალოდ:

  • შეუკვეთეთ პატარა ულუფა. დიდ ულუფებსა და და ორმაგ ჰამბურგერებზე უარი თქვით, ბიგმაკი მეგობარს გაუყავით.
  • ტკბილი სასმელების ნაცვლად შეუკვეთეთ ნაკლებად ტკბილი ჩაი ან ყინულიანი წყალი, უცხიმო რძე, ახალი ხილის წვენი ან მინერალური წყალი.
  • ხშირად ნუ მიირთმევთ შემწვარს, რადგან ის უხვად შეიცავს ცხიმს. კარტოფილი-ფრის ნაცვლად ქათმის ხორცის სენდვიჩი შეუკვეთეთ, შემწვარის ნაცვლად ორთქლზე მომზადებული ან წყალში მოხარშული მიირთვით.
  • ითვალეთ კალორიები. აირჩიეთ ისეთი კაფეტერია, სადაც მენიუში საკვების ენერგეტიკული ღირებულებაც არის მითითებული და შეკვეთამდე გადაითვალეთ.
  • ხშირად ესტუმრეთ ისეთ კაფეს, სადაც ხორციან კერძებსა და სენდვიჩებთან ერთად ბოსტნეულის სალათების ფართო არჩევანია.

სურსათის ეროვნული სააგენტო: „მაკდონალდსის“ პროდუქცია ბავშვებისთვის სრულიად უსაფრთხოა

 

  „მაკდონალდსის“ პროდუქცია ბავშვებისთვის სრულიად უსაფრთხოა და ქსელის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია კონკურენტების აგორებულია. ეს განცხადება commersant.ge-სთან საუბარში სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ გააკეთა.
„მაკდონალდსში“ შემოწმებაზე პირადად ვარ ნამყოფი და შემიძლია გითხრათ, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით კომპანიას ერთ-ერთი საუკეთესო სისტემა აქვს და მისი პროდუქცია ნამდვილად უსაფრთხოა, მათ შორის ბავშვებში,“ – განაცხადა კალანდაძემ.

„მსოფლიო მედიაში ატეხილი აჟიოტაჟი იმის შესახებ, რომ „მაკდონალდსის“ საკვებში ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებები შედის, კონკურენციის შედეგია. დარწმუნებული ვარ, ეს კამპანია „მაკდონალდსის“ კონკურენტებმა წამოიწყეს. ნედლეული, რომლითაც ამ ქსელში საკვებს ამზადებენ, სპეციალურად „მაკდონალდსისთვისაა“ წარმოებული. კომპანიაში არაერთი ლაბორატორიული კვლევა ჩავატარეთ და იქ ყველაფერი წესრიგშია,“ – აცხადებს კალანდაძე.

ცნობისთვის: McDonald’s–მა Happy Meal-ის ახალი მენიუს შემუშავება გადაწყვიტა, რომელიც ქსელში უკვე შედის.ნაკრებში კარტოფილი ფრის ორჯერ ნაკლები რაოდენობა იქნება და მას ხილის, მაგალითად, ვაშლის ნაჭრები ჩაანაცვლებს. კარტოფილის მაგივრად მშობლებს შვილებისთვის ბოსტნეულის შეკვეთაც შეეძლებათ. გარდა ამისა, Happy Meal-ის ტრადიციულ გაზიან სასმელებს უცხიმო რძე, ან რძისა და შოკოლადის კოქტეილი შეცვლის. „მაკდონალდსი საქართველოში“ კი მსგავსი ცვლილება არ იგეგმება.

მანამდე აშშ–ში მედიცინის 550-ზე მეტმა მუშაკმა ხელი მოაწერა McDonald’s–ის ხელმძღვანელობისადმი მიმართულ ღია წერილს, რომელშიც ისინი საბავშვო მენიუდან მავნე საკვების ამოღებას ითხოვდნენ.მსოფლიო მედიკოსთა პროტესტს ქართველი ექიმების ნაწილიც შეუერთდა. ექიმ–დიეტოლოგის ასმათ კევლიშვილის თქმით, „მაკდონალდსის“ მენიუ ქიმიურადაა დამუშავებული, რის გამოც იგი „მკვდარი“ პროდუქტია და ის ბავშვებში დიაბეტის, სწორი ნაწლავის პრობლემების გაჩენასა და სიმსუქნეს იწვევს.

 

 

 

McDonalds


             მაკდონალდსის კორპორაცია არის ყველაზე მასშტაბური სწრაფი კვების რესტორანი, რომელიც დღეში 64 მილიონი მომხმარებელს ჰყავს 119        ქვეყანაში. კორპორაცია დაარსდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ძმებ მაკდონალდების მიერ 1940 წელს. ძმების მიერ მაკდონალდსისთვის   შერჩეული პირველი ლოგო იყო კაცი მზარეულის ქუდით. პატარა ჰამბურგერების რესტორანს დიდი მოგება მოჰქონა ძმებისთვის, მაგრამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვერ გადიოდა. 1955 წელს რეი კროკმა შეისყიდა ძმებ რიჩარდ და მაურის მაკდონალდების ქონება და დამფუძნებლები იძულებით ჩამოაშორა საქმეს. კროკი ძალიან კარგი ბიზნესმენი იყო და მისი წყალობით მაკდონალდსის სახელი მთელი მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი. მან მალევე დააარსა მაკდონალდსის რესტორნები სხვა ქვეყნებშიც და მოგება საოცრად გაზარდა.

მოდით განციხილოთ 3 ყველაზე ხშირად დასმული კითხვა მაკდონალდსთან დაკავშირებით:

მაკდონალდსი ნედლეულს ადგილობრივი ბაზრიდან იღებს, თუ სხვა ქვეყნებიდან შემოაქვს?მაკდონალდსი ადგილობრივი ბაზრით(ამერიკის გარდა) არასდროს სარგებლობს. ის გაყინულ პროდუქტებს გერმანიის “ევროპის საწყობიდან” იღებს. ამერიკიდან გაგზავნილი ნედლეული გერმანიაში ინახება და იქიდან ნაწილდება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებზე.
რამდენად განსხვავდება ქართული მაკდონალდსის მენიუ ამერიკულისგან?ამერიკული და ქართული მენიუ ერთმანეთისგან რადიკალურად არ განსხვავდება. ამერიკულ მაკდონალდსში იყიდება ყველაფერი ის რაც საქრთველოშიც არის, უბრალოდ მათი მენიუ უფრო მრავალფეროვანია. ცოტა ხნის წინ ამერიკელებმა მენიუ განაახლეს და დაამატეს სხვადასხვა სახის ხილი და სალათები, რაც ჩვენთან სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით მიუწვდომელია.არის თუ არა, საზიანო მაკდონალდსის პროდუქცია ჩვენი ჯანმრთელობითვის?

მაკდონალდსის პროდუქცია ჩვენი ჯანმრთელობითვის ძალიან მავნებელია. გაყინული პროდუქტი, რომელიც უცხოეთიდან შემოაქვთ მხოლოდ საზიანო თუ იქნება. მართალია, მაკდონალდსის მფლობელები პასუხისმგებლები არიან საკუთარი პროდუქციის ხარისხზე, მაგრამ ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებენ. ამერიკის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ჭარბწონიანია. მათი უმრავლესობა სწრაფი კვების რესტორნით, კერძოდ კი, მაკდონალდსით სარგებლობს. უამრავი ადამიანი იღუპება გულით, რასაც ასევე ჭარბი წონა განაპირობებს. წარმოიდგინეთ, რომ უხარისხო საკვები სმენას და მხედველობასაც კი აქვეითებს. უპირველესი დაავადება კი, რომელსაც უხარისხო საკვები იწვევს, რა თქმა უნდა, სიმსივნეა.
ალბათ ყველამ იცის, რომ მაკდონალდსის საკვები სასარგებლო არ არის, მაგრამ ეს უმეტესობას ნაკლებად აღელვებს. ამის მიზეზი კი, რა თქმა უნდა, საოცრად გემრიელი საკვებია, რომელის ჭამის დროსაც რთულია იფიქრო მის ხარისხზე.

 

მისამართი: თბილისი,რუსთაველი ძმები კაკაბაძეების ქ 1 . კონტაქტი:  +995 (32)92 29 44   

 

მისამართი: თბილისი,საბურთალო სპორტის სასახლის მიმდ. ტერიტორია. კონტაქტი: +995(32)36 49 21   

მისამართი: თბილისი,პლეხანოვი მარჯანიშვილის ქ. 20.კონტაქტი:+995 (32)96 69 67      

ადგილზე მიტანის სერვისის ღირებულება შეადგენს : 5,7 ან 9 ლარს გააჩნია მისამართს.

ტელეფონი :  2 148 555

მობილური : 591 60 70 10

“მაკდონალდსის” მენიუ

 

ჰამბურგერი – 1.90  ლარი

ჩიზბურგერი – 1.90 ლარი

ორმაგი ჩიზბურგერი – 3,5 ლარი

ბიგმაკი – 5,65 ლარი

ფიშმაკი – 4,70 ლარი

მაკჩიქენი – 5,65 ლარი

ბიგთეისთი – 8 ლარი

მაკტოუსთი – 1,90 ლარი

მაკნაგეტსი : 6 ნაჭერი – 5,40 ლარი

                              9 ნაჭერი –  8 ლარი

ბოსტნეულის სალათი – 5,65 ლარი

ვეჯიბუგერი – 5,55 ლარი

საბავშვო მენიუ – 6,80 ლარი

 

კოკა-კოლა/ფანტა/სპრაიტი : პატარა – 1,90 ლარი

                                                                 სტანდარტი – 2,15 ლარი

                                                                 დიდი – 2,90 ლარი

 

ფორთოხლის წვენი :  პატარა – 3,20 ლარი

                                                დიდი – 4,20 ლარი

 

შეიკი ვანილის/შოკოლადის/მარწყვის : პატარა – 2,90 ლარი

                                                                                         დიდი – 3,80 ლარი

კარტოფილი : საბავშვო – 1,90 ლარი

                               პატარა – 2,40 ლარი

                              სტანდარტი – 2,90 ლარი

                              დიდი – 3,30 ლარი

მაკფლარი: ნესქვიქით/მარწყვით/სმარტისით – 3,90 ლარი

 

ნაყინი: შოკოლადი/მარწყვი/კარამელი – 1,90 ლარი

 

ყავა: ლატე- 3 ლარი

             კაპუჩინო-2,75 ლარი

            ამერიკანო-2,50 ლარი

            ესპრესო-1,80 ლარი

 

ჩაი 2,20 ლარი

 

ღვეზელი ალუბლის სეზონური – 1,90 ლარი

 

მაფინი:  შოკოლადის/შავი მოცხარის/ 1.90 ლარი